zwMtLHLi5fHkGNexyXufDosM4qPwAC zwMtLHLi5fHkGNexyXufDosM4qPwAC 12 მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ხშირად ავიწყდებათ ქორწილის დაგეგმვისას!
  • Levan Mdinaradze

12 მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ხშირად ავიწყდებათ ქორწილის დაგეგმვისას!

როგორც ივენთ მენეჯერი, წლებია, ყველა დეტალის მზადებას გაცილებით ადრე ვიწყებ, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, თუმცა არიან ადამიანები, ვისაც ქორწილის დამოუკიდებლად ორგანიზება უწევთ, ამა თუ იმ მიზეზის გამო. ქორწილის დაგეგმვისას ასობით დეტალის გათვალისწინებაა საჭირო და არ აქვს მნიშვნელობა, მასშტაბური წვეულების გამართვას გეგმავ, თუ ვიწრო წრეში აღნიშვნას, არის მთელი რიგი ნიუანსები, რაც მარტივად შეიძლება გამოგრჩეს. ამიტომაც, ამ ბლოგში, გადავწყვიტე თავი მომეყარა მნიშვნელოვანი ფაქტორებისთვის, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ქორწილის დაგეგმვისას.



1. როგორი ამინდია მოსალოდნელი?

გაუთვალისწინებელმა ამინდმა შეიძლება მხოლოდ ხასიათი კი არა, მთელი წვეულება გაგიფუჭოს. ხშირად მომისმენია მომავალი პაარძლებისგან '' ჩემს ქორწილში არგაწვიმდება"! უცნაურია, მაგრამ ამინდის ფაქტორი ბევრს ავიწყდება და არაა “სავალდებულო”, რომ ეს აუცილებლად იყოს წვიმა. შეიძლება მოღრუბლულობამაც კი დაჩრდილოს ის სილამაზე, როგორადაც ეს დღე წარმოგედგინა. ასევე ძალიან მზიანი და ცხელმა ამინდა შეიძლება ძალიან დიდი დისკომფორტი შეგიქმნათ.ერთი შეხედვით, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ორგანიზატორები ხშირად ვამოწმებთ არამხოლოდ მოსალოდნელ ამინდს, არამედ მის ისტორიასაც - გასული წლების მანძილზე, ამ დღეს, როგორი ტემპერატურა იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოქნილი ალტერნატივა მოვნახოთ.



2. დროულად შეარჩიე საქორწილო კაბა!

რამდენჯერ შეგივლია საქორწილო კაბების მაღაზიებში? კი, ერთი შეხედვით, ძალიან დიდი დროა დარჩენილი ან შეიძლება, ჯერ სულაც არ გეგმავ, თუმცა, როცა "დრო დგება", ეს საკმაოდ საჩოთირო საქმე ხდება ხოლმე. რამდენად მოერგება შენ მიერ შერჩეული კაბა დარბაზისა და წვეულების საერთო დიზაინს? ხომ არ იქნება შესატანი ცვლილებები? გასწვდები ფინანსურად? ერთი სიტყვით, ნუ მოიტოვებ ამ დეტალს გეგმის ბოლოსთვის!



3. აქსესუარები!

ესაა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე "დაჩაგრული" დეტალი. ქორწილის დაგეგმვისას, სხვა მასშტაბურ საკითხებთან ერთად, იმდენად უმნიშვნელოდ გეჩვენება ის, თუ რა სამკაულს გაიკეთებ ქორწილში, რომ ამ "დეტალს" ბოლო წუთებისთვის ინახავ. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გარდა სამკაულებისა, უნდა იფიქრო ვარცხნილობაზე, ფეხსაცმელზე, მოსასხამსა და სხვა წვრილმანებზე, რასაკვირველია, ამისთვის დრო აღარ დაგრჩება!


4. საქორწილო გაფორმება

ბევრი წყვილი საკმარის დროს უთმობს მოსაწვევების დიზაინს, ასევე მაგიდის გაფორმებებს და სხვა მორთულობებს, ეს ერთგვარი ხელწერაა, რომლის უგულვებელყოფაც ნამდვილად არ ღირს.


5. აირჩიე თანაშემწე

ცერემონიის დაწყებამდე, უამრავი ზარია განსახორციელებელი, მათი რაოდენობა მინიმუმ 150 ია. ნუ გექნება ილუზია, რომ ყველა თავის დროზე უპასუხებს ზარს, რადგან შეიძლება ძალიან მწარედ გაგიცრუვდეს იმედი. ამ "მისიისთვის", აირჩიე ერთი ადამიანი საახლობლოდან, სამეგობროდან ან ოჯახიდან, რომელიც თავის თავზე აიღებს მნიშვნელოვანი ზარების განხორციელებასა და პასუხს.


6. ფოტოგრაფი და საერთო ფოტოები

ვფიქრობ, ახსნა არ სჭირდება, რამდენად მნიშვნელოვანია კარგი ფოტოების გადაღება. არავითარი “ლამარას ბიჭიც კარგად გადაიღებს”! - აუცილებლად მიმართე პროფესიონალს! მიუხედავად იმისა, რომ დღეს გამოცდილი ფოტოგრაფების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით, ეს საკითხი მაინც გადააქვთ “ბოლო წუთისთვის”, სამწუხაროდ, რაც დრო გავა, სულ უფრო გაგიჭირდება კარგ ფასად კარგი ფოტოგრაფის შოვნა. დაქირავებულმა ფოტოგრაფმა, ბუნებრივია, არ იცის, ვინ არიან წყვილის ოჯახის წევრები და ახლობლები, შესაბამისად, ამ მიზეზით, ზოგიერთი მათგანი კადრს მიღმა რომ დარჩეს, აირჩიე ვინმე შენი ოჯახიდან, ვინც ფოტოგრაფიის ამ მხარეს მოაწესრიგებს.


7. ზუსტად როდის ჩავა მზე ქორწილის დღეს?

დიახ, მზის ჩასვლა ფოტოგრაფებისთვის იდეალური დროა. ბოლოს და ბოლოს, შენთვის ხომ ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი ფოტოები დაგრჩება ამ დაუვიწყარი დღიდან?! როდესაც გეცოდინება, ზუსტად როდის ჩავა მზე ქორწილის დღეს, ფოტოგრაფსაც გაუადვილებ საქმეს და მოსალოდნელზე უკეთეს ფოტომასალასაც მიიღებ.


8. მუსიკა!

თუკი რაღაც ტიპის სცენარი გიტრიალებს თავში: რა დაუკრან, როცა დარბაზში შეხვალ, ან როცა იქნება პირველი ცეკვა თუ სხვა, ჩამოწერე და წინასწარ გააფრთხილე DJ.



9. ვინ ჩაიბარებს საჩუქრებსა და პირად ნივთებს?

წარმოდგენაც არ მინდა, რომ ყველა საჩუქარს მაშინვე მიხედავ და შენს პირად ნივთებსაც გზადაგზა არ დაკარგავ, თუ შესაბამისი დამხმარე არ გეყოლება. თუკი ასეთი წვრილმანებისთვის დაიწყებ ყურადღების მიქცევას, როგორ მოახერხებ, რომ გაერთო საკუთარ ქორწილში?! აარჩიე სანდო ადამიანი და ჩააბარე მას საჩუქრები და პირადი ნივთები.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ უყურადღებოდ დარჩენილი საჩუქარი შეიძლება დაიკარგოს!


10. ვინ უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას?

ალბათ, გქონია ის უხერხული შეგრძნება, როდესაც სხვის ქორწილში, ერთად შეკრებილი სტუმრები, გარკვეული ადგილიდან, ეკლესიიდან ან ქორწინების სახლიდან, წვეულების ლოკაციამდე არეულად და არაორგანიზებულად მიდიან. ეს ულამაზოა. ამიტომ, კარგი იქნება, თუ გამონახავ დროს და ტრანსპორტირების მოწესრიგებასაც მიაქცევ ყურადღებას. ამას გარდა, ტრანსპორტირება სჭირდება წყვილსაც, როდესაც სამოგზაუროდ პირდაპირ წვეულებიდან მიდის.


11. როგორი განათება იქნება საღამოს?

შეიძლება, ახლა ეს წვრილმანად გეჩვენება, თუმცა ხშირად, როდესაც ქორწილს დამოუკიდებლად გეგმავენ, არ უკვირდებიან, როგორი შეიძლება იყოს დარბაზი გაფორმება და დეკორაცია საღამოს განათების ფონზე.(ხშრად რადიკალურად განსხვავებულია პირველყოფილი დიზაინისგან)

ამავდროულად, განათება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს განწყობასა და გართობის ხარისხზე.


12. და ბოლოს, გაერთე, ჭამე და დალიე!

დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ბევრი პატარძალი აღნიშნავს, რომ საკუთარ ქორწილში ჭამა დაავიწყდა, რადგან მთელი ყურადღება ორგანიზაციულ ნაწილზე ჰქონდა გადატანილი... შენი ქორწილი არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა დაგამახსოვრდეს და იმდენად არ ჩაიკარგო წვრილმანი დეტალების დაგეგმვაში, რომ საკუთარ ქორწილს გადაღლილი შეხვდე.

თუ გინდა რომ ქორწილი კარგად დაგამახსოვრდეს აუცილებლად მაგრად უნდა გაერთო!



ლევან მდინარაძე

Dj რემბო

ივენთ კომპანია Rem Bow Events ის დამფუძებელი.

თუ გაქვთ კითხვები თქვენი წვეულების შესახებ მოგვწერეთ და ჩვენ ვეცდებით დაგეხმაროთ ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში.

LEVAN@REMBOWEVENTS.COM


#wedding #wedignplanner #ქორწილი #ორგანიზება #ივენთკომპანია #Свадебноеагентство

#СвадьбывГрузии